სისხლიანი გარჩევა გმირთა მოედანზე: დაჭრილია სამი ადამიანი

ყველაზე მეტად თბილისის ცენტრში, რესტორანში გარჩევისას 20 წლის ახალგაზრდა დაშავდა, რომელსაც ფეხში მრავლობითი ჭრილობა აქვს
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი სისხლიანი გარჩევა სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

„20 წლის მამაკაცი მოყვანილი იქნა 112-ის ბრიგადის მიერ 0:33 საათზე, რომელსაც აღენიშნებოდა ქვემო კიდურზე მრავლობითი ჭრილობები აქტიური სისხლდენით. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, სისხლდენის ლიკვიდაცია. ზოგადი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია", — განუცხადა ტელეარხს ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა გახდება ინციდენტის მიზეზი, უცნობია.

ტელეკომპანია Imedi-ს ინფორმაციით, საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რაც მსუბუქი დაზიანებების განზრახ მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივი სამუშაოებით ექვს თვემდე ვადით, ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით.