საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House–ის ანგარიში „პრესის თავისუფლება 2017“–ის თანახმად, საქართველო რეგიონში რჩება ერთადერთ ქვეყნად ნაწილობრივ თავისუფალი მედიით. 2017 წელს საქართველომ 50 ქულა მიიღო, რაც ერთი ქულით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.
რა აინტერესებს ქართულ აუდიტორიას? როგორ ვითარდება სარეკლამო ბაზარი? რა პრობლემების წინაშე დგას ქართული მედია? მრგვალი მაგიდის მონაწილეები – გაზეთების, ინტერნეტ–გამოცემებისა და ტელევიზიების ხელმძღვანელები – მიმდინარე ვითარებას, განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ და გააანალიზებენ პოტენციური აუდიტორიის შესაძლებლობასა და ბაზრის მოთხოვნას.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
— მედიაჰოლდინგ Georgian Times–ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი;
— სააგენტო News Day Georgia–ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი;
— სააგენტო GNN–ის მთავარი რედაქტორი გოჩა მირცხულავა;
— ტელევიზია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული. ტელ: 555 90 89 77.
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.