კრემლში განაცხადეს, ყველაზე მეტად რა არ უყვარს პუტინს

რუსეთის ლიდერს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ადამიანის ზოგიერთ თვისებაზე
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik.  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყველაზე მეტად არ უყვარს ტყუილი და არაკომპეტენტურობა, განაცხადა სახელმწიფო მეთაურის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება ტელეკომპანია RT.  

პრეზიდენტის სპიკერმა მონაწილეობა მიიღო პროგრამაში Действующие лица с Наилей Аскер-заде, რომელიც ტელეარხ Россия 1–ის ეთერში გავა. 

 

რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი აპირებს.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 18 მარტს გაიმართება, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2017 წლის 18 დეკემბერს დაიწყო.