თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით სააგენტოში, სავარაუდოდ, ამავე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დარეკეს, მოგვიანებით კი კვლავ დაუკავშირდნენ და თქვეს, რომ მათი საქციელი ხუმრობა იყო.
მომხდარი ფაქტის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას და ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.