ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 იანვარს

თბილისში შაბათს 10 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისში უქმეები იანვრისთვის უჩვეულოდ თბილი და მზიანი იქნება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით — +6 გრადუსი, ხოლო დღისით 10 გრადუსამდე დათბება. ქარი ღამით 17-22 მეტრამდე წამში გაძლიერდება, დღისით კი 10-15 მეტრი იქნება.

მზე 08:23 საათზე ამოვა და 18:00 საათზე ჩავა.