კოლელიშვილი: რთული პერიოდი გამოვიარე, ამ ყველაფერის დაძლევაში ჩემი მეუღლე დამეხმარა

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს, რომელიც ცხოვრების გზაზე შეხვდა.
Sputnik

„თბილისის ომი ახალი დამთავრებული იყო. დედა ავად გახდა, სავადმყოფოში იწვა. მამას ამ ამბავს ვუმალავდით. მამას დედაჩემი მესამე კლასიდან უყვარდა. მათი სიყვარულის ამბავი ცალკე ისტორიაა. დედას ავადმყოფობის ამბავი სხვა ადამიანისგან შემთხვევით გაიგო და იმ ღამესვე ჩამოვიდა. მეორე დღეს, 27 იანვარს დედას დაბადების დღე იყო და ნამცხვრებით, ტკბილეულით მიდიოდა საავადმყოფოში და დაარტყა ინსულტმა. იმ დროს 58 წლის იყო“, — ამბობს კოლელიშვილი.

მსახიობის თქმით, მამის გარდაცვალებიდან ექვს თვეში დედაც დაეღუპა. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. დაეწყო დეპრესია, რომელიც მეუღლის დახმარებით დაძლია.