როგორია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის განცხადებით, პუტინი აბსოლუტურად ჯანმრთელია
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი აბსოლუტურად ჯანმრთელია, განაცხადა პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

ჟურნალისტები პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ოთხშაბათს აშშ–ის პრეზიდენტის ექიმმა დონალდ ტრამპის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მონაცემები წარმოადგინა. 

პუტინი კენჭს იყრის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

 „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად ჯანმრთელია და შეუძლია ბევრს ფორა მისცეს“, – განაცხადა პესკოვმა.

მასმედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ აპირებს კრემლი სახელმწიფო მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების გასაჯაროებას. თუმცა, პესკოვის განმარტებით, რუსეთის კანონმდებლობა ასეთ ფორმატს არ ითვალისწინებს.

 „ჩემთვის ცნობილი არაა, რომ ასეთი ფორმატები მზადდება. ამასთან,  ჩვენს კანონმდებლობაშიც არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების გასაჯაროება“, – აღნიშნა მან.

აშშ–ის პრეზიდენტის  ექიმის დასკვნის თანახმად, ტრამპს „შესანიშნავი ჯანმრთელობა“ აქვს და „სავარაუდოდ, ასე იქნება მისი პრეზიდენტობის პერიოდის განმავლობაში“.