თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია სპორტული რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგა.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ათი საუკეთესო სპორტსმენის სია:
მირიამ თურმანიძე — უშუ
დავით კვარაცხელია — ავტოსპორტი
არჩილ სებისკვერაძე — ფრისტაილი
გიორგი მეშვილდიშვილი — სუმო
გიორგი ბეროშვილი — მას-რესტლინგი
ლევან ნახუცრიშვილი — სამბო
კონსტანტინე ჯანაშია — სტრონგმენი
ლევან საღინაშვილი — არმრესტლინგი
მიხეილ ნარიაშვილი — რაგბი
2017 წლის საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარეს ნანა ძაგნიძე, რომელმაც გასულ წელს ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მოიგო და მსოფლიო ინდივიდუალურ ბლიც-ჩემპიონატზე გაიმარჯვა.