ცქიტიშვილი: ჯერ კლინიკაში უნდა გადავრიცხოთ 100 000 ევრო, მერე უნდა ჩავიყვანოთ ბავშვი

ერთი წლის თუთა ცქიტიშვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ამის შესახებ მისი მამიდა, ნინო ცქიტიშვილი საუბრობს.
Sputnik

„საბოლოო დიაგნოზი ორი დღის წინ დაისვა. ბავშვი საჭიროებს უცხოეთში მკურნალობას. გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ვგეგმავთ წაყვანას. წინასწარ უნდა გადავრიცხოთ კლინიკაში 100 000 ევრო და მერე უნდა ჩავიყვანოთ ბავშვი. შემდეგ უკვე დაენიშნება მკურნალობის კურსი“, — ამბობს ცქიტიშვილი.

თუთას დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა. თიბისი ბანკი: GE66TB7824945061100063

საქართველოს ბანკი: GE03BG0000000335994400 მიმღები ნათია ჩომახიძე.