თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს „სამეფო ნაციონალური ბალეტი" პროგრამით „საქართველოს ცეცხლი" რუსეთში დიდი საგასტროლო ტურის ფარგლებში ქვეყნის 14 ქალაქს ეწვევა, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ტური რუსეთის ქალაქებში 2018 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება.
კონცერტები ჩატარდება ეკატერინბურგში, კემეროვოში, მეჟდურეჩენსკში, ნოვოკუზნეცკში, ირკუტსკში, ხაბაროვსკში, ვლადივოსტოკში, კალუგაში, ლუგანსკში, ვორონეჟში, ტამბოვში და სხვა ქალაქებში.
„საქართველოს ცეცხლი" — ეს ცალკეული საცეკვაო ნომრების ნაკრები არ არის, არამედ საერთო იდეითა და სიუჟეტური ხაზით გაერთიანებული მთელი სპექტაკლია", — ნათქვამია ეკატერინბურგის ახალგაზრდობის სასახლის ვებ-გვერდზე.
„სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს.