როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენი ავტომანქანა ორმოში ჩავარდა...

თუ თბილისის გზებზე მოძრაობისას ავტომობილი ორმოში ჩავარდა, ზიანის ასანაზღაურებლად დედაქალაქის მერიას უნდა მივმართოთ, განუცხადა ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით თედორაძემ „Sputnik საქართველოს“.
Sputnik

„თუ ავტომობილს ორმოში ჩავარდნის შედეგად, სავალი ნაწილი დაუზიანა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება დედაქალაქის მერიას ევალება, თუ რა თქმა უნდა შემთხვევის ადგილას სარეაბილიტაციო სამუშაოებს სხვა კერძო კომპანია არ აწარმოებდა“- აღნიშნა თედორაძემ.

თედორაძის თქმით, თუ დედაქალაქის მერია  საჩივარს არ დააკმაყოფილებს, შემდეგ უკვე შესაძლებელია დავა სასამართლოში გაგრძელდეს.