ქვემო ქართლსა და თბილისში ყალბი ფულით ვაჭრობის ფაქტები დაფიქსირდა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულისთვის პასუხისგებაში სამი პირი მისცეს
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.

ფრთხილად: მიმოქცევაში ყალბი 50- და 100-ლარიანი კუპიურებია

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლსა და თბილისში ყალბი 50-ლარიანი, 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის კუპიურა გაასაღეს.

სულ ამოღებულია: 700 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები და ყალბი 48 800 თურქული ლირა.

გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას და ითვალისწინებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.