„ძალიან დაძაბული და დატვირთული გრაფიკი მაქვს. რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დამამტკიცეს, იმის მერე ფაქტობრივად ღამეებს ავტობუსში ვატარებ. თბილსში ჩამოვდივარ გამთენიისას, მივდივარ სერიალის გადაღებებზე და ღამე ისევ ფოთში ვბრუნდები. თეატრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და მასზე უარს ვერასოდეს ვერ ვიტყვი“, განაცხადა სურმავამ.
მსახიობის განცხადებით, სულ მალე ფოთის თეატრიდან პოლონეთში მიემგზავრება გასტროლებზე, სადაც ორი სპექტაკლი უნდა წარადგინონ.