ესპანეთში საქართველოს სამი მოქალაქე დაკავეს

პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოძიება 2017 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო მათი დაკავების ოპერაცია 28 დეკემბერს დაიგეგმა.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ 13 იანვარს საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა საცხოვრებელი სახლების ძარცვის ბრალდებით, იუწყება ესპანური გამოცემა Diario Información.

ესპანეთის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, დაკავებულები იმ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს.

სპეცოპერაცია ესპანეთში დასრულდა: დაკავებულია საქართველოს 19 მოქალაქე

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს უკვე დაუდგინდათ ძარცვის ოთხი ფაქტი მადრიდში და ორიც ალიკანტეში, სადაც დროებით ცხოვრობდნენ კიდეც.

პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოძიება 2017 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო მათი დაკავების ოპერაცია 28 დეკემბერს დაიგეგმა.

დაკავებულების სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ნაძარცვი  აღმოაჩინეს: ელექტროტექნიკა, ძვირფასი საიუველირო ნივთები, ფული, მობილური ტელეფონები და სხვ.

დაკავებულები უახლოეს დროში წარსდგებიან ესპანური მართლმსაჯულების წინაშე.