ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 18 იანვარს

თბილისში ხუთშაბათს 4 გრადუსამდე სითბო იქნება
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 18 იანვარს თბილისში ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

მთელი ღამე ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +1 გრადუსი დაფიქსირდება; დაახლოებით 10:00 საათისთვის ტემპერატურა მატებას დაიწყებს და 13:00 საათისთვის მაქსიმუმს — +4 გრადუსს მიაღწევს.

ქარის სიჩქარე 7-12 მეტრი წამში იქნება.

მზე 08:24 საათზე ამოვა და 17:58 საათზე ჩავა.