საქართველოს Miss Intercontinental 2018-ზე თუთა საღარეიშვილი წარმოადგენს

Miss Intercontinental 2018-ის წოდებისთვის 68 გოგონა იბრძვის.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Miss Intercontinental 2018 მოდელი თუთა საღარეიშვილი წარმოადგენს. კონკურსი 10-25 იანვარს წითელ ზღვაზე ტურისტულ ცენტრში, ქალაქ ჰურგადაში (ეგვიპტე) იმართება.

კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 68 გოგონა მონაწილეობს. ლამაზმანები, ტრადიციულად, წარმოადგენენ საღამოს კაბებს, საცურაო კოსტიუმებს, ეროვნულ კოსტიუმებს, ასევე აჩვენებენ საკუთარ ნიჭს.

თუთა საღარეიშვილი 21 წლისაა. ის თბილისელია. დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან.

როგორც კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, თუთას სიმაღლეა 173 სმ. გატაცებულია მოგზაურობით, ფერწერით, ცეკვებით, საუბრობს ინგლისურ ენაზე.

საერთაშორისო კონკურსი Miss Intercontinental სილამაზის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ხუთეულშია. პირველად ის კარიბის ზღვის კუნძულ არუბაზე 1971 წელს გაიმართა.

Miss Intercontinental-ის გამარჯვებულის გვირგვინი სახელწოდებით Oriental Holy Water დაახლოებით 360 000 აშშ დოლარი ღირს. გასულ წელს ამ გვირგვინის მფლობელი პუერტორიკოელი ხეილიმარ როსარიო ველასკესი გახდა. საქართველოს კონკურსზე შარშან მარიამ გორგოძე წარადგენდა.