„მთლიანი შიდა პროდუქტის უფრო მეტად ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ შეამციროს ბიუროკრატია და რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოს განათლების სექტორში, რადგან კვალიფიციური მუშახელის გარეშე გრძელვადიან პეორიოდში წარმოუდგენელია, საქართველოს ნაირმა ქვეყანამ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მიაღწიოს“- აღნიშნა გივი ადეიშვილმა
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს გაიზრდება 4,2%-ით, ხოლო 2020 წლისთვის — 5%-ით. ექსპერტების გამოთვლით, 2017 წელს ქვეყნის მშპ გაიზარდა 4,3%-ით, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ზრდა 2,8%-ით შეფასდა.