თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები შოტლანდიაში მდებარე ლოსიმუტის ავიაბაზიდან მიღებული განგაშის სიგნალზე აფრინდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ სიგნალი რუსულ თვითმფრინავებს შეეხებოდა.
„ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ Typhoon-ების დაუყოვნებელი რეაქცია ლოსიმუტის სამხადრო-საჰაერო ძალების ბაზიდან. გამანადგურებლები დღეს დილით აფრინდნენ“, — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მან იქვე განმარტა, რომ სავარაუდოდ, საუბარია რუსეთის კუთვნილ სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებულ განგაშის სიგნალზე, თუმცა მისიის დასრულებამდე სხვა, დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნიათ.