ავიაშემთხვევა ტრაბზონში: თვითმფრინავი ასაფრენ ზოლს ასცდა და ციცაბო ფერდზე გადაიჩეხა

Sputnik

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის კუთვნილი Boeing 737-800, რომელიც ტრაბზონში ანკარიდან ჩაფრინდა, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ზღვისკენ დაგორდა, თუმცა საბოლოოდ ციცაბო ფერდობზე ტალახში გაჩერდა.

ინციდენტი შაბათს მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 162 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან არავინ დაშავებულა. თუმცა ინციდენტმა პანიკა გამოიწვია.

ხელისუფლებას ავარიის მიზეზები ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

ინტერნეტით ასევე ვრცელდება თვითმხილველის მიერ თვითმფრინავის სალონში გადაღებული ვიდეო.