ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 იანვარს

დედაქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ოთხშაბათს, 17 იანვარს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

ღამით დედაქალაქში სუსტი თოვა იქნება. დილით ნალექი შეწყდება. დღისით უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 გრადუსი, ხოლო დღისით +2 გრადუსი იქნება. ქარი 7-12 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:25 საათზე ამოვა და 17:57 საათზე ჩავა.