თავდასხმა სკოლაზე: დაჭრილია 8 მოსწავლე და მასწავლებელი, ევაკუირებულია 700-ზე მეტი

შემთხვევის დროს სკოლაში 743 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან - 698 მოსწავლე. ამ დროისათვის ყველა ევაკუირებულია, სწავლის პროცესი კი შეჩერებული.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. დაახლოებით 750 ადამიანი, აქედან შვიდასამდე ბავშვი ევაკუირებულია პერმის სკოლიდან მას შემდეგ, რაც სკოლას ორი შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტერიტორიული უსაფრთხოების რეგიონულ სამინისტროზე დაყრდნობით.

„შემთხვევის მომენტში სკოლაში 743 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან — 698 მოსწავლე. ამ დროისათვის ყველა ევაკუირებულია, სწავლის პროცესი კი შეჩერებული“, — ნათქვამია უწყების რელიზში.

სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული რვიდან სამი დაჭრილი მოსწავლე და მასწავლებელი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის 16 წლის მოსწავლესა და მასწავლებელს, რომელთა ჭრილობები მძიმეა, ოპერაცია უტარდებათ.

დანარჩენ მოსწავლეებს ექიმები ამოწმებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფომაციით, ორივე თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა მათი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.