თბილისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და მოსწავლეებს ორშაბათიდან მეცადინეობები დაეწყოთ
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik.  თბილისის ყველა საბავშვო ბაღსა და საჯარო სკოლაში სასწავლო–აღმზრდელობით პროცესი 15 იანვრიდან განახლდა.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ბავშვთა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად თბილისის 181–ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სემესტრის დაწყება მიულოცა.

 „მინდა ყველა მასწავლებელს და აღსაზრდელს მივულოცო სწავლის დაწყება. 181–ე ბავშვთა ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა, თბილისში არსებული თითოეული ბაღი სრულ მზადყოფნაშია“, – აღნიშნა ელოშვილმა.

თბილისის ბავშვთა ბაღებში ზამთრის არდადეგები 25 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდა.

საკუთარ მერხებს დაუბრუნდნენ მოსწავლეებიც. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყო. საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა, დღეისათვის საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში 575 ათასზე მეტი მოსწავლე  სწავლობს.