ზაზა ქოიავა: ჩვენი ფიქრები ჩვენი ბედისწერაა

NLP-ს სერტიფიცირებული ტრენერი ზაზა ქოიავა „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს თემაზე, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი ფიქრები ჩვენივე ცხოვრებაზე.
Sputnik

„ყურადღება მიაქციეთ თქვენ ფიქრებს, რადგან ისინი თქვენ აზრებად გადაიქცევიან. ყურადღება მიაქციეთ აზრებს, რადგან ისინი თქვენ ქმედებებად გადაიქცევიან. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ მოქმედებთ, რადგან მოქმედებები თქვენ ჩვევებად გადაიქცევიან. დაუკვირდით ჩვევებს, იმიტომ რომ ისინი თქვენ ცხოვრებად გარდაიქმნებიან. ყურადღება მიაქციეთ თქვენ ცხოვრებას, რადგან ის თქვენ ბედს განსაზღვრავს“, – გვირჩევს ზაზა ქოიავა.

ტრენერის აზრით, ფიქრს ღვთიური ძალა აქვს, რომელსაც ჩვენივე ცხოვრების კონტროლი შეუძლია.