პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის ეტალონი აღმართა

პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის აღმართვა დღეს ყველა სამთავრობო დაწესებულებაში შესთავაზა
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის ეტალონი აღმართა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოს ეროვნული გმირების — გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებმა. სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა „შავნაბადა" შეასრულა.

საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვარია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.

კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა.