ნანული სარაჯიშვილი: „ რაც წლები გადის, უფრო არ მიყვარს დაბადების დღის გადახდა“

ნანული სარაჯიშვილი ამბობს, რომ არც „იცის“ რამდენი წლის გახდა და ეს ამბავი არც „აინტერესებს“. იხსენებს ცხოვრებაში თავის ყველაზე საუკეთესო დაბადების დღეს.
Sputnik

„მცხეთაში, მამაოებთან ვიყავი და დაბადების დღე იქ გადავიხადე“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ნანული სარაჯიშვილმა.

ნანული სარაჯიშვილი- კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო.