ქუთაისში, ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

დაცვის თანამშრომელსა და ბარში შემსვლელ პირებს შორის დაპირისპირება ბარში სასმელის შეტანის მოთხოვნას მოჰყვა.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქუთაისში, ბარ-რესტორან „სეზამში" დაცვის თანამშრომელი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

ძალადობა 9 თვის ორსულ მეუღლეზე - ბოროტმოქმედი დაკავებულია

როგორც რესტორნის მენეჯერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბარში შემსვლელი პირები სასმელის შეტანას მოითხოვდნენ, რის შედეგადაც მოხდა დაპირისპირება. დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. 

დაჭრილი დაცვის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  იგი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.