„ჩვენი ზღაპრის სახლიდან არც ერთი ბავშვი უსაჩუქროდ არ მიდიოდა“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ქეთი დოლიძემ.
ქეთი დოლიძე — ფილოლოგი, პოეტი. ლექსებს მეოთხე კლასიდან წერს და ჟურნალებში: “ნობათი“ და “ცისკარი“ იბეჭდებოდა. არის შვიდი კრებულის ავტორი და მისი ლექსები გერმანიაში გამოცემულ ქართველ მწერალთა კატალოგშია შეყვანილი. 2013 წლიდან “ზღაპრის სახლი“ დააფუძნა და ლიტერატურაში დაამკვიდრა ისეთი ტერმინი, როგორიცაა, თეთრი პროზა.