ოზურგეთში სომეხი ბიზნესმენი დააყაჩაღეს

თავდამსხმელებმა ბიზნესმენს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და 30 ათასი ლარი გასტაცეს
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ოზურგეთის რაიონში სომხეთის მოქალაქე, 31 წლის ბიზნესმენი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

არტურ სუკასიანს, რომელიც გურიაში ბიზნესსა და რამდენიმე მაღაზიას ფლობს, დღეს დილით საკუთარი სახლის სადარბაზოში თავს ორი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა.

ბიზნესმენს თავის არეშე მძიმე დაზიანბები აქვს, რომელიც თავდამსხმელებმა მას ბლაგვი საგნით მიაყენეს. 

თავდამსხმელებმა 30 ათასი ლარი გაიტაცეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სუკასიანი ოზურგეთიდან ლილოს ბაზრობაზე საქონლის შესაძენად მიდიოდა.

ფრთხილად, შინამოსამსახურეა! - დამლაგებელმა ქალმა ოჯახი გაძარცვა

დაშავებული ბიზნესმენი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებს თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახაურში განუცხდეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.