ლოკალიზებულია უძლიერესი ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში

ხანძარი 114 000 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. პარასკევს ლოკალიზებულია კალიფორნიაში მძვინვარე ტყის ხანძარი „ტომასი“, იუწყება РИА Новости კალიფორნიის ტყისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სამმართველოზე დაყრდნობით.

კალიფორნია ცეცხლში: ფოტოებით მოთხრობილი სტიქიური უბედურება

„ხანძარი „ტომასი“ 100%-ით ლოკალიზებულია“, — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. ამჟამად ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

როგორც სამმართველოში იუწყებიან, ხანძარი 114 000 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული.

ტყის ხანძრები კალიფორნიაში 4 დეკემბერს დაიწყო. ცეხლის გავრცელებას ხელს უწყობდა მშრალი ამინდი და ძლიერი ქარი. შტატის ტერიტორიაზე სულ ექვსი ხანძარი მძვინვარებდა, მათგან ყველაზე მსხვილი „ტომასი“ იყო. ევაკუირებული იყო ათობით ათასი ადგილობრივი მოსახლე, ხანძარს ათასობით მეხანძრე აქრობდა. „ტომასი“ კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ხანძრად ითვლება.