ირმა გურიელი: კინო ჩემი ბავშვობის ოცნება იყო

ირმა გურიელი საუბრობს საკუთარ შემოქმედებაზე, ამბობს, რომ დიდი ხანია აქვს სურვილი მოაწყოს შემოქმედებითი საღამო, სადაც მაყურებლის და გულშემატკივრის წინაშე ყველაფერს წარმოაჩენს.
Sputnik

„დაფიქსირება მინდა ყველაფერ იმისა, რაც აქამდე გავაკეთე“-განუცხადა  „Sputnik  საქართველოს“ ირმა გურიელმა.

ირმა გურიელი — პოეტი, მსახიობი, ტელეჟურნალისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, „ქართული კულტურის ამაგდარი“, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრი.