„დინამოს“ სტადიონთან მამაკაცი დაჭრეს

ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილზე დააკავეს
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს თბილისში, წერეთლის გამზირზე, „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქუთაისში, ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გამთენიისას მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შემთხვევის ადგილზე დაკავებულია ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.