ძალადობა 9 თვის ორსულ მეუღლეზე - ბოროტმოქმედი დაკავებულია

დაკავებულმა მსგავსი დანაშაული გასულ წელსაც ჩაიდინა
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს — 20 წლის თ.გ.-ს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ რ.თ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.