„ვგიჟდები ისე მიყვარს ისრაელი. ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს საქართველო, აუცილებლად წავიდოდი ისრაელში საცხოვრებლად. მომწონს როგორც მისი ინფრასტრუქტურა, გარემო, ისე ხალხი. ისრაელი იმდენად ეგზოტიკურია ჩემთვის, რომ ყველაფერი მომწონს მისი“, — განაცხადა ტურაშვილმა.
მომღერლის განცხადებით, მისთვის მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში მისი მოგზაურობა საქმიან ვიზიტებს უკავშირდება. როგორც მომღერალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ძალიან დიდი, დადებითი ემოცია სწორედ მოგზაურობას მოაქვს.