თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა პანკისის ხეობაში

Sputnik

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაკრძალეს, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო სპეცოპერაციის მსვლელობისას. იხილეთ სამგლოვიარო ცერემონიის ვიდეოკადრები.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაკრძალეს, რომელიც მძიმედ დაიჭრა ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის დახმარებაში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაციის დროს.

თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დაშავებულის საზღვარგარეთ კლინიკაში სამკურნალოდ ტრანსპორტირებაზე. რამდენიმე კონსილიუმის შემდეგ ექიმები პაციენტის გადაყვანაზე დათანხმდნენ და დაიწყო სხვადასხვა ქვეყნების კლინიკებთან მოლაპარაკებები. საბოლოოდ არჩევანი თურქეთის ქოჩის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალზე შეჩერდა. თუმცა 10 იანვარს, დილით მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახი დილიდან იღებდა სამძიმარს ახლობლებისა და მეგობრებისგან.