კრიპტოვალუტების მაინინგი საქართველოში არ იბეგრება

კრიპტოვალუტების მაინინგი საქართველოში ამჟამად სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ პარლამენტის დეპუტატმა უმრავლესობიდან გელა სამხარაულმა.
Sputnik

„კრიპტოვალუტები საქართველოში აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა და ამ ეტაპისთვის ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი რეგულაცია არ გვაქვს. მე ასევე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში რაიმე იგეგმება“, — აღნიშნა გელა სამხარაულმა.

კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტების მოპოვებაზე დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. კვლევაში პირველი ადგილი ჩინეთს უკავია, სადაც კრიპტოვალუტების შექმნაზე 111 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 60 მეგავატს შეადგენს, ხოლო აშშ-ში, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა — 27 მეგავატს.