თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2018 წელს უალკოჰოლო სასმელების მარკირებაზე კომპანიების ხარჯების დაფარვას კვლავ თავისი სახსრებით გააგრძელებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
საქართველოში უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს და თითოეული ბოთლი ავტომატურად ითვლება. კომპანიებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის შეთანხმების თანახმად, მარკირების ხარჯებს საფინანსო უწყებები გამოყოფენ.
„გასული წლის ბოლოს შევხვდით აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებს, სადაც ჩვენ მათ დავპირდით, რომ 2018 წელს მათ არ ექნებათ ხარჯი და სახელმწიფო გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით დაფინანსებას", — განაცხადა ბახტაძემ.
სისტემის დანერგვით ფისკალური სამსახურები ინფორმაციას წარმოების შესახებ ონლაინ-რეჟიმში იღებენ. ამასთან, მარკირებას ექვემდებარება მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია, გამონაკლისია ექსპორტზე გასატანი სასმელები.