სულაკაური: მინდა ჩემმა მხატვრობამ ადამიანებს სიხარული მოუტანოს

მხატვარი ზაალ სულაკაური „Sputnik–საქართველოს“ მკითხველს უამბობს, თუ რას ხატავდა სკოლის პერიოდში დაფაზე და რის წაშლას სთხოვდა ბიოლოგიის მასწავლებელი.
Sputnik

„სკოლაში ყველა მოსწავლეს ჰქონდა სურვილი დამეხატა კარიკატურები. დღესაც ამაყობენ ჩემი სკოლის მასწავლებლები. ეს წარმატება ბევრმა შრომამ მოიტანა“, – იხსენებს ზაალ სულაკაური.

მხატვრის თქმით, კარიკატურისტობას ადამიანებისთვის სიხარული მოაქვს და ამით ის ბედნიერია.