გარდაიცვალა ედი კლარკი — ბრიტანული საკულტო როკ–ჯგუფ Motorhead–ის გიტარისტი

67 წლის მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ცნობილი ბრიტანული როკ–ჯგუფის, Motorhead–ის გიტარისტი ედი კლარკი გარდაიცვალა, იუწყება ჯგუფი საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე.

  

„მწუხარებით გაცნობებთ ინფორმაციას, რომელიც სულ ახლახან შევიტყვეთ… ედვარდ ალან კლარკი, ანუ ჩვენი საყვარელი Fast–ი გუშინ გარდაიცვალა“, —ნათქვამია განცხადებაში. 

კლარკი ჯგუფში 1976 წლიდან უკრავდა, ანუ, პრაქტიკულად, მისი დაარსების დღიდან. 

Motorhead — ბრიტანული როკ–ჯგუფი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჰარდ–როკის განვითარებაზე. მიიჩნევა, რომ ამ ჯგუფის შემოქმედებამ დიდად განაპირობა სპიდ–მეტალიკის ჩამოყალიბებაზე. Motorhead –ი 2015 წელს დაიშალა მას შედემგ, რაც მისი ლიდერი ლემი კილმისტერი კიბოთი გარდაიცვალა.