თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ — ამ უქმეებზე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ითოვებს.
პარასკევი, 12 იანვარი
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ და დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში იწვიმებს, ხოლო მთებში მოთოვს. იქროლებს 10–15 მ/წმ სიჩქარის ქარი, რომელიც დასავლეთში დროდადრო 17–22 მ/წმ–მდე გაძლიერდება.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 0–დან პლუს 5 გრადუსამდე ტემპერატურა, ხოლო დღისით — პლუს 7–12. მაღალ მთაში ღამით: 11–6 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 4–პლუს 1 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა +3–8 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 8–13 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით: 7–2 გრადუსი ყინვა, დღისით — 0–5 გრადუსი სითბო.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროდადრო მაღალი ღრუბლიანობა, შესაძლოა ნისლიც. დაუბერავს 6–11 მ/წმ–ის სიძლიერის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 11 გრადუსი.
შაბათი, 13 იანვარი
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთებში თოვლი. ქარის ძალა 10–15 მეტრს მიაღწევს წამში.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 1–პლუს 4 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო დღისით — პლუს 5–10 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით: 8–3 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 4–პლუს 1 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა +4–9 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 5–10 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით: 7–2 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 3– პლუს 2 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანობა. ღამით უნალექოდ, ხოლო დღისით ნალექით. დაუბერავს 10–15 მ/წმ–ის სიძლიერის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 3 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 8 გრადუსი.
კვირა, 14 იანვარი
აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი, ხოლო დასავლეთ საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი. ქარის ძალა აღმოსავლეთში 10–15 მეტრს მიაღწევს წამში, ხოლო დასავლეთში — 17-22მ/წმ–მდე გაძლიერდება.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 1–პლუს 4 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო დღისით — 0 პლუს 5 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით: 7–2 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 6–პლუს 1 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა +3–8 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 7–12 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით: 10–5 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 2– პლუს 3 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, თოვლი და ნისლი. დაუბერავს 8–13 მ/წმ–ის სიძლიერის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 2 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 3 გრადუსი.