თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისში მთელი ღამე მძვინვარებდა ქარიშხალი, რომელმაც ფესვებიანად მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
ქარმა ხეები წააქცია, მათ შორის, ჟვანიას მოედანზე და გურამიშვილის გამზირზე. ხეები ქვეითად მოსიარულეთა გზაზე დაეცა. ამ დროისთვის გზები გაწმენდილია.
ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა თბილისის რამდენიმე რაიონში.
გარდა ამისა, ძლიერი ქარის გამო აუცილებელი გახდა ავიარეისების გადატანა. კერძოდ, თბილისიდან არ შესრულდა ორი რეისი გერმანიისა და თურქეთის მიმართულებით. მგზავრებს აეროპორტში ლოდინი მოუწიათ.
„სტამბულში მივფრინავდი, მაგრამ უამინდობის გამო ფრენა ხუთი საათით გადაიტანეს", — განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა ანა ასრათაშვილმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქარის სიჩქარე წამში 31 მეტრს აღწევდა.