ჯავახაძე: ნარკოპოლიტიკა საჭიროებს მოწესრიგებას, რადგანაც მდგომარეობა გაუარესდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ გამართულ ბრიფინგზე მედიის პირდაპირ ეთერში საქართველოში მიმდინარე ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
Sputnik

„ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს''- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ჯავახაძის თქმით სამინისტროს ერთ-ერთი გამოწვევა ეგრეთ წოდებული ბიოსგან გამოწვეული ზიანია.