თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ცნობილი მსახიობი, სატირის თეატრის წამყვანი მსახიობი მიხაილ დერჟავინი 81 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეატრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
დერჟავინი 1936 წელს მოსკოვში დაიბადა.
მან მუშაობა 1959 წელს ლენინური კომკავშირის სახელობის მოსკოვის თეატრში დაიწყო, შემდეგ კი, 1967 წელს სატირის თეატრში გადავიდა. მას შესრულებული აქვს ათეულობით როლი ფილმებში და ასევე გახმოვანებული აქვს მულტფილმები.