ფოთის პორტი შტორმის გამო მეორე დღეა დაკეტილია

ფოთის პორტი მუშაობას, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში განაახლებს, როდესაც შტორმი ჩადგება
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ფოთის პორტი შტორმის გამო სამშაბათიდან დაკეტილია. შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე ხუთ ბალს აღწევს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" პორტის კაპიტანმა ვახტანგ თავბერიძემ.

„შტორმი შავ ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს. ქარი ცოტა ჩადგა, მაგრამ ტალღები შენარჩუნებულია. ამიტომ ჯერჯერობით გემების შესვლისა და გასვლის ოპერაციები შეწყვეტილია. პორტი გუშინ 14:00 საათზე დაიკეტა. ამინდის გამოსვლას დღის მეორე ნახევარში ველოდებით", — განაცხადა თავბერიძემ.

ამინდი საქართველოში სამშაბათს მკვეთრად გაუარესდა. უმეტეს რაიონში გაწვიმდა, მთაში თოვლი მოვიდა. ქარის სიჩქარე ზოგან 30 მეტრს წამში ჭარბობდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი შედარებით ხუთშაბათს გაუმჯობესდება. ტემპერატურა ბარში +3-8 გრადუსი იქნება.