თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზებით, თბილისში პარასკევს, 12 იანვარს ღამით მოსალოდნელია თოვლი.
დილით ნალექი შეწყდება და დღის განმავლობაში დედაქალაქში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.
მზის ამოსვლა — 08:27 საათზე.
მინიმალური ტემპერატურა პლუს 1 გრადუსის ნიშნულზე დაფიქსირდება, მაქსიმალური კი 9 გრადუს სითბოს შეადგენს. ქარი დედაქალაქში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზის ჩასვლა — 17:51 საათზე.