„თქვენში მამა რომელია?“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 11-14 იანვარს

საშინელებათა ფილმები, კომედიები და რეალური ისტორიები – „Sputnik–საქართველო“ გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ
Sputnik

11 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„ასტრალი 4“ (Insidious: The Last Key) — რეჟისორ ადამ რობიტელის საშინელებათა ამერიკული ფილმი. მთავარ როლებში: ლინ შეი, ლი უონელი, ჯოშ სტიუარტი, ენგუს სემპსონი. ფილმი მოგვითხრობს ექსტრასენს-მედიუმის ელის რაინერის ახალ ბრძოლაზე ასტრალის მხარეში. ფილმი არის ცოცხალი ადამიანებისა და სულების სამყაროს შეჯახების შესახებ მისტიური ჰორორ-ფრანშიზის გაგრძელება. ამჯერად რეალობად იქვეცა მკვდრებთან ურთიერთობის უნარის მქონე ექსტრასენსის ყველაზე საშინელი კოშმარი: საიქიოს ბინადარი არსებები მის საკუთარ სახლში შეაღწევენ. ექსტრასენსი ელის რაინერი ადამიანების სულების გადასარჩენად დემონებთან ბრძოლას იწყებს, რომელიც ასტრალის სასაზღვრო სივრცეში ვითარდება.

„მოლი — პოკერის დედოფალი“  (Molly's Game) — აარონ სორკინის ამერიკული დრამატული ფილმი ჯესიკა ჩესტეინით მთავარ როლში. ეს არის რეალური ისტორია სკანდალურად ცნობილი მოლი ბლუმის, რომელსაც პოკერის დედოფალს უწოდებდნენ. წარუმატებელი მოთხილამურე, რომელიც თავს მიმტანობით ირჩენს, მოაწყობს ბანქოს თამაშს უდიდესი ფსონებით, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის ყველაზე მდიდარი, გავლენიანი და განთქმული ადამიანები იღებენ. მან ააშენა ყველაზე ძვირფასი იატაკქვეშა სამორინე ჰოლივუდში. ყოველ წუთს იქ სარისკო ფსონებს დებდნენ კინოვარსკვლავები, შეიხები, მილიარდერები. დიდ ფულს კი სისხლის სუნი უდის. როგორ უნდა გადაირჩინო თავი, როდესაც შენზე მაფია და FBI ნადირობენ?

საინტერესო ფაქტი: მოლი ბლუმს მთავარ როლში თავად სურდა ეხილა ჯესიკა ჩესტეინი, რაც მან რეჟისორ აარონ სორკინს აცნობა კიდეც. ბლუმს, რომელმაც თავი დამნაშავედ ცნო აშშ-ის ტერიტორიაზე ფედერალური დანაშაულის ჩადენაში, კანადაში შესვლა ეკრძალება, თუმცა ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მას ნება დართო 48-საათიან შესვლაზე — ტორონტოში საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის პრემიერაზე დასასწრებად.

მთები ჩვენს შორის“ (The Mountain Between Us) — რეჟისორ ჰანი აბუ-ასადის ამერიკული სათავგადასავლო დრამა, ჩარლზ მარტინის წიგნის ეკრანიზაცია. მთავარ როლებში კეიტ უინსლეტი და იდრის ელბა. ფილმი მოგვითხრობს ექიმ ბენზე და ჟურნალისტ ალექსზე, რომელთა ავიარეისი უამინდობის გამო გაუქმებულია. ბენი პაციენტთან ოპერაციაზე ჩქარობს, ალექსი — საკუთარ ქორწილში, რომელიც მომდევნო დღეს უნდა შედგეს. ისინი გადაწყვეტენ გაფრენას პატარა ჩარტერული თვითმფრინავით, მაგრამ სამწუხაროდ თვითმფრინავი კატასტროფაში მოყვება. ბენი და ალექსი გადარჩნენ, მაგრამ ისინი მაღალ მთებში კავშირის გარეშე აღმოჩნდნენ. თავიდან მათ იმედი აქვთ, რომ მათთან მაშველები მოფრინდებიან, მაგრამ მალევე მიხვდებიან, რომ პილოტმა მათი რეისი არ დაარეგისტრირა და მათი შემდგომი ბედი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

„თქვენში მამა რომელია?“ (The Greatest Showman) — რეჟისორ ლოურენს შერის ჯასტინ მეილენის სცენარზე გადაღებული ამერიკული კომედიური ფილმი. მთავარ როლებში ოუენ უილსონი, ჯ.კ. სიმონსი, კრისტოფერ უოკენი, გლენი კლოუზი, ედ ჰელმსი. ეს არის ისტორია ორ ძმაზე — პიტერ და კაილ რეინოლდსებზე. ერთხელ მათი დედა აღიარებს მათთან, რომ გამოიგონა ყველა ისტორია მათ მამაზე, რომელიც თითქოს სწორი ნაწლავის კიბოთი მოკვდა. გაირკვევა, რომ მან საერთოდ არ იცის, ვინ არის მათი მამა. ძმები რეალური მამის საძებნელად წასვლას გადაწყვეტენ. ძებნის პროცესში დედის წარსულის შესახებ ბევრ ახალ და შოკისმომგვრელ ამბავს შეიტყობენ, რასაც მისგან არ ელოდნენ.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ბიოგრაფიული დრამატული მიუზიკლი „დიდი შოუმენი“ (The Greatest Showman) და ანიმაციური სურათი „მწერების საიდუმლო ცხოვრება“. 

უკვე კინოთეატრებშია რეჟისორ ალენ შაბას ფრანგულ-ბელგიური საახალწლო კომედია „სანტას არდადეგები“ (Santa & Cie), რეჟისორ ფაბრის ებუეს ფრანგული კომედია „სამი გია“ (Coexister), რეჟისორ ზურა მენთეშაშვილის ქართული სათავგადასავლო კომედია „ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“, სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle), „ვარსკვლავური ომების“ ლეგენდარული სერიის სიკველი „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (Star Wars: The Last Jedi), საახალწლო კომედია „ცუდი დედიკოები. ახალი წელი 2“ და ქართველი რეჟისორის გელა ბაბლუანის „ფული“(Money is money).

მულტფილმები ბავშვებისთვის:  კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco) და ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!