ვერძი – ყველაზე ვნებიანი
მათი საოცარი ენერგეტიკა ცეცხლოვან სასიყვარულო ჭაობში გითრევთ. თავიანთი ქარიზმის წყალობით ისინი ახერხებენ, რომ ყველას შეუყვარდეს. ამასთან, ვერძები საუკეთესო საყვარლებად მიიჩნევიან.
კურო – ყველაზე დიდი გურმანი
ისინი ყოველთვის ტორტის მწვერვალს მიირთმევენ. უბრალოდ, მიჩვეული არიან მიიღონ ყოველთვის საუკეთესო და თავიანთი ცხოვრება სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ. ეს ვლინდება ცხოვრების ყველა სფეროში – საკვები იქნება ეს, სახლი, პარტნიორი თუ სხვა რამ.
ტყუპი – ყველაზე ინტელექტუალური
შესაძლოა, სხვამ მათზე მეტი იცოდეს, მაგრამ საკუთარ ცოდნას პრაქტიკაში ტყუპები მაქსიმალურად იყენებენ. ისინი გარშემორტყმული არიან ინფორმაციებისა და სხვადასხვა კავშირის წყაროებით და ამ საინფორმაციო ველში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.
კირჩხიბი – ყველაზე ემოციური
და მიუხედავად ამისა, მათთვის უფრო იოლია თავისი ემოციების შიგნით გადახარშვა, ისინი თითქოს ჯავშანს იცვამენ. ამის გამო ბევრი მათ განდეგილებად აღიქვამს. სინამდვილეში კი კირჩხიბები ფაქიზი, მგრძნობიარე, ემოციური ნატურები არიან.
ლომი – ყველაზე თავის თავზე შეყვარებული
რა თქმა უნდა, კარგი გაგებით – ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს, ვერც სხვას შეიყვარებს. გახსოვდეთ ეს, როდესაც ლომთან გაქვთ ურთიერთობა. თუ ის თქვენდამი სიმპათიას ამჟღავნებს, დარწმუნებული იყავით – ის გულწრფელია.
ქალწული – ყველაზე ერთგული
ამ ნიშნის წარმომადგენლები პარტნიორს მთელი ცხოვრებისთვის ირჩევენ. და ეს ყველაფერი საკუთარი პედანტურობის წყალობით, რომლის პროეცირებასაც პირად ცხოვრებაზეც ახდენენ. ისინი დიდხანს ეძებენ და როდესაც პოულობენ, თავისი რჩეულის ერთგულნი არიან.
სასწორი – ყველაზე კომუნიკაბელური
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ექსტრავერტები არიან. ისინი ქრონიკულად ვერ იტანენ მარტოობას. მათთვის საუკეთესო საჩუქარია უბრალო, მეგობრული ურთიერთობა.
მორიელი – ყველაზე ვერაგი
ასეთი გამოთქმაც კი არსებობს – მორიელს ნუ გააბრაზებთ! ეს ფუჭი სიტყვები არაა. თუ მორიელი შურისძიებას იწყებს, ამას აუცილებლად გამარჯვებით დაასრულებს.
მშვილდოსანი – ყველაზე ლამაზი
დაბადებით გარეგნულად მშვენიერ მშილდოსნებს საკუთარი თავის მოვლაც უყვართ, რომ ეს მშვენიერება და სილამაზე შეინარჩუნონ. ამიტომ მათ ზოდიაქოს ყველაზე მშვენიერი წარმომადგენლების წოდება მიენიჭათ.
თხის რქა – ყველაზე მიზანსწრაფული
ზოდიაქოს დანარჩენი „თავდაჯერებული“ ნიშნებისგან განსხვავებით, თხის რქები საკუთარი მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, გონებასა და სტრატეგიულ გეგმას იყენებენ. თხის რქები ყველა დროის საუკეთესო მხედართმთავრები და სახელმწიფო მმართველები იყვნენ – მას მერე არაფერი შეცვლილა.
მერწყული – ყველაზე გენიალური
ზოდიაქოს ამ ნიშნის დევიზია: სიზარმაცე პროგრესის მამოძრავებელია. და ზედმეტად რომ არ შეწუხდნენ, მერწყულები სრულყოფენ, ამარტივებენ, აახლებენ ან, უბრალოდ, ცვლიან ყველაფერს, რასაც ყურადღებას აპყრობენ. ისინი ყველაზე გენიალური და ნიჭიერი ადამიანები არიან, რომლებიც კაცობრიობის მომავალს ქმნიან.
თევზები – ყველაზე ძლიერები
არ გაგიკვირდეთ. მიუხედავად სენტიმენტალურობისა და ღრმა შინაგანი სამყაროსი, თევზებს შეუძლიათ დაელოდონ შესაფერის მომენტს და შედეგის მისაღწევად იშრომონ. ამის შემდეგ კი, ჩვეულებრივ, დასახულ მიზანს აღწევენ. თევზები ტირიფს ჰგვანან – ქარისგან იხრებიან, მაგრამ არასდროს ტყდებიან.