„ძალიან ქაოსური ადამიანი ვარ, ძალიან მიჭირს ხოლმე საკუთარი თავის პოვნა. ადამიანი როცა იბადება, იცის რა სურს, რა უნდა აკეთოს. მე სულ ქაოსში ვარ, რადგან ბევრი რაღაც გამომდის, მაგრამ საბოლოოდ არ გამომდის“, – ამბოს ნანუკა გულუა.
გულუას თქმით, პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ ამ სფეროში მხოლოდ ძალიან მოკლე პერიოდი, სტაჟირების დონეზე მუშაობდა. მისივე თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მსახიობობას გადაწყვეტდა. ნანუკას აქვს საკუთარი ატელიე და დროის ძირითად ნაწილს საკუთარ ბიზნესს უთმობს.