აფერა საზღვრებგარეშე: პატიმარი ავადმყოფი ბავშვების მშობლებს თაღლითურად სძალავდა ფულს

წარსულში აფერისტობისთვის არაერთხელ ნასამართლევმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა 30 წლის ტ.კ.-მ რამდენიმე ოჯახი მოატყუა.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. მრავალგზის ნასამართლევი და ამჟამად ყირგიზეთის გამოსასწორებელ კოლონიაში მყოფი აფერისტი მძიმედ დაავადებული ბავშვების მშობლებს მოტყუებით სძალავდა ფულს, აღუთქვამდა რა მათ შვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ახალი მსოფლიო აფერა: სასწრაფოდ გათიშეთ ტელეფონი, თუ ეს კითხვა დაგისვეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წარსულში თაღლითობისთვის არაერთხელ ნასამართლევი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი 30 წლის ტ.კ. ტელეფონით უკავშირდებოდა სასოწარკვეთილ მშობლებს და ავადმყოფი შვილის თურქეთში სამკურნალოდ გაგზავნას ჰპირდებოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამ დროისათვის სამი მოტყუებული ოჯახია დადგენილი.

გამოძიება ასევე დაწყებულია თავად კოლონიის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც პატიმარს ტელეფონით სარგებლობის საშუალება მისცეს.