დაკარგული ახალგაზრდის ცხედარს მტკვრის სანაპიროზე მიაგნეს

ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახის წევრები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცხედარს ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება. გამოძიება მისი მკვლელობის ვერსიებზე მუშაობს.

ახალგაზრდას ოჯახის წევრები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.