ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 11 იანვარს

ხუთშაბათს თბილისში 4 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 11 იანვარს უმეტესად მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდი იქნება.

თბილისში შედარებით აცივდება. ჰაერის ტემპერატურა დილით, ასე 10:00 საათისთვის ნულ გრადუსამდე დაეშვება, ხოლო დღისით 4 გრადუსამდე დათბება.

თბილისში ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით იქროლებს.

მზე 08:27 საათზე ამოვა და 17:50 საათზე ჩავა.